ლარი დოლართან მიმართებაში კიდევ 5 თეთრით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.6543 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი 2.7084 ლარი ღირს. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0541 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ლარი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. 1 ევრო ხვალ, 2.8335 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.8695 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0360 ლარი შეადგინა.

 

 

epn.ge

Comments
Loading...