ლარი გამყარებას განაგრძობს

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.6656 ლარი ეღირება. დღეისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.6795 ლარს შეადგენდა.

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0139 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში სამი პუნქტით გამყარდა. შესაბამისად, ხვალ ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8439 ლარი იქნება. დღეის მონაცემებით კი, მისი ფასი 2.8770 ლარს შეადგენდა.

2.6795 ოფიციალური კურსის პირობებში, ბაზარზე უცხოური ვალუტის ფასი საშუალოდ, 2.71 ლარს შეადგენდა. ახლა კი, როცა ლარი გამყარდა, დოლარის ფასი კიდევ უფრო დაიწევს.

Comments
Loading...