ლარი გამყარებას განაგრძობს

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში კვლავ გამყარდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.7507 ლარი ეღირება. დღეისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.7710 ლარი იყო.

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0203 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. შესაბამისად, ხვალ ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8739 ლარი იქნება. დღეის მონაცემებით კი, მისი ფასი 2.8999 ლარს შეადგენდა.

2.7710 ოფიციალური გაცვლითი კურსის პირობებში, დღეს, ბაზარზე უცხოური ვალუტის ფასი საშუალოდ, 2.77 ლარს შეადგენდა. ახლა კი, როცა ლარი კვლავ გამყარდა, აშშ დოლარის ფასი კიდევ უფრო დაიწევს.

Comments
Loading...