ლარი ხუთი პუნქტით გამყარდა

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში ხუთი პუნქტით გამყარდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.4289 ლარი ეღირება. დღეისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.4828 ლარს შეადგენდა.

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0539 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც ხუთი პუნქტით გამყარდა. შესაბამისად, ხვალ ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.5581 ლარი იქნება. დღეის მონაცემებით კი, მისი ფასი 2.6176 ლარს შეადგენდა.

2.4828 ოფიციალური კურსის პირობებში, ბაზარზე უცხოური ვალუტის ფასი საშუალოდ, 2.53 ლარს შეადგენდა. ახლა კი, როცა ლარი კვლავ გამყარდა, დოლარის ფასი კიდევ უფრო დაიწევს.

Comments
Loading...