ლარი კვლავ გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.7303 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.6692 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0611 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.8649 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.7858 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0791 ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, ლარი ყველა ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა.

 

EPN.GE

Comments
Loading...