ლარი მცირედით კვლავ გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.5837 ლარი ეღირება. დღეისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.5883 ლარს შეადგენდა.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0046 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. შესაბამისად, ხვალ ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7351 ლარი იქნება. დღეის მონაცემებით კი, მისი ფასი 2.7402 ლარს შეადგენდა.
2.5883 ოფიციალური კურსის პირობებში, ბაზარზე უცხოური ვალუტის ფასი საშუალოდ, 2.62 ლარს შეადგენდა. ახლა კი, როცა ლარი კვლავ გამყარდა, დოლარის ფასი კიდევ უფრო დაიწევს.