ლარის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი დღეს 2.3846 ლარი იქნება. გუშინ მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.3859 ლარს შეადგენდა. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 0.0013-ით გამყარდა.
1 ევროს შეძენა კი 2.5868 ლარად იქნება შესაძლებელი. აქამდე მოქმედი კურსი 2.5780 ლარს შეადგენდა. ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0088-ით გაუფასურდა.