Le Monde: რუსეთი მსოფლიოში უძლეველი იმპერიის სტატუსს იბრუნებს

რუსეთი მსოფლიოში უძლეველი იმპერიის სტატუსს იბრუნებს, წერს ფრანგული გამოცემა Le Monde.

„ბოლო დროის მანძილზე რუსეთმა ორი ღირსშესანიშნავი მოვლენის აღნიშვნა მოასწრო: სამხედრო-კოსმოსური ძალების სირიიდან დაბრუნება და ყირიმის საკუთარი იურისდიქციის ქვეშ დაბრუნების მეორე წლისთავი“,- აღნიშნავს გამოცემა.

მიმომხილველის აზრით, პირველი მათგანი მეტად ტრიუმფალურია, მეორე – ნაკლებად. თუმცა, ორივე ერთად ისინი რუსეთის საზოგადოებისთვის წარმოადგენენ მესამე უდიდესი მოვლენის დადგომის სიმბოლოს. საუბარია რუსეთის იმპერიის ყოფილი ძლევამოსილების აღდგენაზე.

გამოცემა აღნიშნავს სირიაში რუსეთის სამხედრო კამპანიის წარმატებებს: „რუსეთმა არა მხოლოდ თავისი მიზნების განხორციელებას მიაღწია, არამედ საკუთარი თავდაცვითი ინდუსტრია მაქსიმალურად დაარეკლამა, პლუს ამას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სერიოზულ მოთამაშის იმიჯი შეიქმნა.

Le Monde ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სამხედრო-კოსმოსური ძალების გამოყვანა არ წარმოადგენს რუსეთის უკანდახევას- რუსეთი ინარჩუნებს სამხედრო-საზღვაო ბაზას ტარტუსში და ახალ ავიაბაზას ხმეიმიმში.

მიუხედავად ამისა, კიდევ რჩება გადაუწყვეტელი საკითხები, წერს გაზეთი. სირიის კრიზისის საბოლოო გადაწყვეტამდე, ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, თანაც მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობები ძალიან დაიძაბა. თუმცა ძლიერი რუსეთი- ეს ახალი რეალობაა, რომელიც როგორც ჩანს დიდი ხნის მანძილზე გასტანს. დასავლეთს კი ამ ფაქტთან შეგუება და მისი გათვალისწინება მოუწევს.

geworld.ge
კონსტანტინე ჩიკვილაძე

Comments
Loading...