ლესბოსელი ვარსკვლავები (9 ფოტო)

თანამედროვე დროში ვარსკვლავების სექსუალური ორიენტაცია აღარავის აკვირვებს. ამ ცნობილმა ლამაზმანებმა ქალების მიმართ სიყვარული უკვე საზოგადოდ აღიარეს.

  • ანჯელინა ჯოლი

    მსახიობმა პირადი ცხოვრება 14 წლის ასაკში დაიწყო და 16 წლისას უკვე ჰყავდა მეგობარი ბიჭი. ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში ნარკოდამოკიდებული იყო და, ასევე, შემჩნეული ლესბოსურ სიყვარულში. ცნობილია, რომ ფილმ „ცრუ ცეცხლის“ გადაღების დროს ჯოლის თავის კოლეგა ჯენი შიმიცუსთან სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა. ინფორმატორები ამბობენ, რომ, როგორც კი ანჯელინა ბრედ პიტს შეხვდა, კვლავ მამაკაცებს დაუბრუნდა.

  • ელენ დეჯენერესი

    ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი ელენ დეჯენერესი ერთ-ერთი პირველია, ვინც საჯაროდ ისაუბრა თავისი ორიენტაციის შესახებ. მისი რჩეული იყო მსახიობი პორტია დე როსი. მათ ერთად 12 წელი იცხოვრეს, აქედან 8 წელი ოფიციალურ ქორწინებაში. წყვილი ამერიკაში „ლგბტ“ მოძრაობის აქტიური მონაწილეა.

  • კრისტენ სტიუარტი

    ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვარსკვლავური წყვილი ფილმ „ბინდიდან“ კრისტენ სტიუარტი და რობერტ პატინსონი ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა, სტიუარტის გულშემატკივრები იმ ფაქტმა უფრო გააკვირვა, როდესაც გაიგეს, რომ მსახიობს პროდიუსერ ალისა კარგაილთან სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა. კრისტიანი, ასევე, ხვდებოდა მომღერალ სოკოს და ენი კლარკს.

  • სინტია ნიქსონი

    სინტია და კრისტენ მარინონი აშშ-ს ცნობილი ლესბოსელი წყვილია. ჟღალი მსახიობი ყველას ახსოვს სერიალიდან „სექსი დიდ ქალაქში“. 15 წლის ასაკში სინტია გათხოვდა და ქმრისგან 2 შვილი ჰყავს, თუმცა გათხოვებიდან 8 წლის შემდეგ თავის არატრადიციულ ორიენტაციაზე ალაპარაკდა და კრისტენზე დაქორწინდა.

  • კარა დელევინი

    ცნობილი მოდელი არ მალავს თავის დამოკიდებულებას გოგონების მიმართ. მას ენი კლარკთან რომანი ჰქონდა და საბოლოოდ წყვილმა ეიფელის კოშკზე იქორწინა.

  • მიშელ როდრიგესი

    მსახიობი მიშელ როდრიგესი ღიად საუბრობს საკუთარ ორიენტაციაზე და გოგონებთან მისი ექსპერიმენტების შესახებაც ყველასთვის ცნობილია. როდესაც მიშელისა და კარა დელევინის რომანის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, მან განაცხადა, რომ ბისექსუალია.

  • ჯოდი ფოსტერი

    „ოსკარის“ მფლობელი ჯოდი ფოსტერი არასდროს გათხოვილა, მაგრამ ის ორჯერ გახდა დედა. ვინაიდან მისი შვილების მამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯოდი ქალებით არის დაინტერესებული. 2007 წლამდე მისი პირადი ცხოვრება საიდუმლო იყო, თუმცა, მოგვიანებით მან აღიარა, რომ რომანი აქვს პროდიუსერ სიდნი ბერნარდთან. მასთან დაშორების შემდეგ, ჯოდის საყვარელი ქალი პროდიუსერი სინდი მორტი გახდა.

  • ემბერ ჰერდი

    ჯონი დეპის ყოფილი მეუღლე, ასევე, ცნობილია თავისი ბისექსუალური ორიენტაციით. ის 5 წლის განმავლობაში ფოტოგრაფ ტასე ვან რისთან ქორწინებაში იმყოფებოდა. დეპთან სკანდალური განქორწინების შემდეგ, მედია ემბერისა და კარა დელევინის რომანზე ალაპარაკდა.

  • მაილი საირუსი

    სკანდალურმა მომღერალმა საკუთარ თავს პანსექსუალი უწოდა. ის მუდმივად აკვირვებს გულშემატკივრებს სხვადასხვა ქალთან რომანით. როგორც ცნობილია, ახლა საირუსი კრის ჰემსვორტზე აპირებს დაქორწინებას.

Comments
Loading...