ლევან ბერძენიშვილი: სახელმწიფო ხარჯებით ქვეყანაში სტალინის ძეგლი არ დაიდგმება!

პარლამენტის ევროინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვიღაცის სიყვარულს ვერავის დაუშლიან, მაგრამ სახელმწიფო ხარჯებით ქვეყანაში სტალინის ძეგლი არ დაიდგმება.

„საბჭოთა სიმბოლიკისა და სტალინის ძეგლის დადგმის ყველანაირი მცდელობა აღკვეთილი იქნება, როგორც ეს ცოტა ხნის წინ მოხდა. უნდა ვიცოდეთ, რომ სტალინი გემოვნების საკითხი არ არის, ეს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საკითხია. ვიღაცას გულში სტალინი კი არა, შეიძლება აღა-მაჰმად-ხანი ჰყავს ამოჭედილი. ვიღაცის სიყვარულს ვერავის დავუშლით, მაგრამ სახელმწიფო ხარჯებით ქვეყანაში სტალინის ძეგლი არ დაიდგმება და ყველაფერი გაკეთდა, რომ ახალგაზრდა თაობამ იცოდეს, კომუნისტებმა რა და როგორ ჩაიდინეს”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

Comments
Loading...