ლევან ბერძენიშვილი: შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით პოლიტიკოსები ძველი იტალიური ფილმების სფეროში გადადიან

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით პოლიტიკოსები ძველი იტალიური ფილმების სფეროში გადადიან. ბერძენიშვილის თქმით, თუკი პროკურატურა შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით პრეზიდენტს დაკითხვას საჭიროდ მიიჩნევს, მაშინ მას დაკითხვაზე დაიბარებენ. ,,პრეზიდენტი რიგითი მოქალაქეა და თუ პროკურატურა მიიჩნევს საჭიროდ მაშინ პრეზიდენტს დაკითხვაზე დაიბარებენ. არამგონია, რომ პრეზიდენტმა რაიმე არ დაადასტუროს. ნელ-ნელა ძველი იტალიური კინოების სფეროში გადავდივართ, როგორიც არის პროკურორის აღსარება ხალხის წინაშე და კიდევ სხვა ძველი ფილმები. რადგან, როგორც ჩანს, სადღაც რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს,“ – განაცხადა ბერძენიშვილმა.

Comments
Loading...