ლევან მურუსიძის დანიშვნა არის შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ !
დღეს ქართული ოცნების მიერ იუსტიციის საბჭოში არჩეულმა წევრებმა მხარი დაუჭირეს ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დანიშვნას. ადამიანის რომლის განაჩენსაც სტრასბურგის სასამართლომ გამაოგნებელი უწოდა , ადამიანი რომელმაც გაამართლა სანდრო გირგვლიანის მკვლელები , გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა სულხან მოლაშვილს , შალვა ოგბაიძეს, საქართველოს ბევრ მოქალაქეს , ადამიანი რომელიც იქცა სისხლიანი რეჟიმის სახედ. ლევან მურუსიძის დანიშვნა არის კოაბიტაციის რეალური სახის ჩვენბება და შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ ! ეს არის განაცხადი , რომ საქართველოში სასამართლო აღარ იქნება სამართლიანი , ევროპული ფასეულობების გამზიარებელი , დემოკრატიული და ძლიერი !
წერს საკუთარ სოციალურ გვერდზე პარტია “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი,ბესო დანელია.