ლევან თედიაშვილი: ირმა ინაშვილი სჭირდება პარლამენტსაც და საგარეჯოსაც!
„ირმა სჭირდება პარლამენტსაც და საგარეჯოსაც. წარმატებები მას!”, – ამ კომენტარს ორგზის ოლიმპიური და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში ლევან თედიაშვილი აკეთებს: „ირმა ინაშვილი ჩემი უმცროსი მეგობარია. საგარეჯომ მხარი უნდა დაუჭიროს ირმას, რადგან ის მებრძოლი სულის ადამიანია, სამართლიანი და მამაცი! ირმა ინაშვილის მიმართ ბევრი უმადურობა იყო, მაგრამ ამას არ გაუბოროტებია, პირიქით, განაგრძნო ბრძოლა ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ… ირმა სჭირდება პარლამენტსაც და საგარეჯოსაც. წარმატებები მას!”, – ამბობს თედიაშვილი.