ლონდონი – ნიუ-იორკი 11 წუთში — ახალი ერა სამოქალაქო ავიაციაში

გასულ კვირას, ინგლისელმა ბიზნეს-მაგნატმა რიჩარდ ბრენსონმა განაცხადა, რომ მისმა კომპანია Virgin-მა Boom Technology-ს 10 ზებგერითი თვითმფრინავი შეუკვეთა. მისივე თქმით, მწარმოებელი ირწმუნება, რომ ამით ზებგერითი მოგზაურობის ახალი ერა დაიწყება.

ახალი ხომალდის სიჩქარე 3 335 კმ/სთ იქნება, კონკორდის სიჩქარეზე 100 კმ/სთ-ით მეტი და ლონდონიდან ნიუ-იორკამდე ფრენას 3-3,5 სთ დასჭირდება.

ხომალდი დედამიწის ატმოსფეროს ყველაზე ზედა ფენაში იფრენს და აღჭურვილი იქნება რაკეტა-ამაჩქარებლებით.

40-ადგილიან ხომალდს „ამაზონის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ბლექ სქულის კომპანია ამზადებს. სქულის თქმით, ლონდონი-ნიუ-იორკის ბილეთი 5 000 დოლარი ეღირება. მისივე თქმით, იქნება რეისები სან-ფრანცისკო – ტოკიო (5 სთ), ლოს-ანჯელესი – სიდნეი (6 სთ).

გავრცელებული ინფორმაციით, Boom-ის დიზაინი მოკრძალებულია და ისინი 30%-ით ეფექტიანია, ვიდრე კონკორდი.

გარდა ამისა, 24 მარტს გამოქვეყნდა კანადელი ინჟინერის, შარლ ბომბარდის მიერ შემუშავებული თვითმფრინავის, Antipode-ის კონცეპტი, რომელიც კონკორდზე 12-ჯერ სწრაფი იქნება.

ხომალდი 10 ადამიანს დაიტევს და 20 000 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს, ლონდონიდან ნიუ-იორკამდე ფრენას კი მხოლოდ 11 წუთი დასჭირდება.

წყარო: Daily Mail

Comments
Loading...