ლუკაშენკომ 1 მაისამდე ყველა უმუშევრის დასაქმება ბრძანა

ბელარუსში ყველა უმუშევარი 1 მაისამდე უნდა დასაქმდეს. შესაბამისი განკარგულება, ბელარუსიის სააგენტოს ცნობით, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ გასცა. „1 მაისისთვის ყველა დასაქმებული უნდა იყოს. და დაიმახსოვრეთ, სადაც არ უნდა მოვიდე, რომელ რაიონშიც, ჩემი თანაშემწე ჩემთან მოვა და დაუსაქმებელ ადამიანებს შეკრებს შესახვედრად. და ღმერთმა არ ქნას, 1 მაისისთვის ასეთი ხალხი კიდევ არსებობდეს,“-განაცხადა ბელარუსის ლიდერმა მთავრობის სხდომაზე.

ლუკაშენკოს განკარგულებით, ქვეყანაში ე.წ. „მუქთახორობის გადასახადია“ დაწესებული, რომელიც უმუშევრებს, ჯარიმის გადახდას ავალდებულებს. ამის გამო მინსკსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება.

Comments
Loading...