m კვადრატი სასაფლაოზე კორპუსებს აშენებს

ფოტოზე ხედავთ ტერიტორიას უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსსა და ვაჟას მე-6 კვარტალს შორის.
აქ განისვენებს მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ათასობით გერმანელი ტყვე.
მახსოვს ბავშვობაში ხეების დარგვას ვაპირებდით და უფროსი თაობის ხალხმა აგვიკრძალა მანდ სასაფლაოაო. არც ბაღებს აშენებდნენ და მემორიალის დადგმას აპირებდნენ საკუთარი ხარჯებით, რადგან არც ერთი მთავრობა არ დაინტერესებულა ამით (რა თქმა უნდა, პერსპექტიული ადგილია)
ახლა გავიგეთ რომ რამდენიმე კორპუსი უნდა ჩადგას M2-მა.
მე პირადად, მარტოც რომ ვიყო არ მოგცემთ უფლებას პირველ რიგში იმ ხალხის თავის ქალები ამსხვრიოთ და მეორე რიგში რეკრეაცია გაანადგუროთ! სანამ არ გაუქმდება არქიტექტურის სამსახურის ნებართვა!
ვინც ამ თემასთან კავშირშია (მაღალ ეშელონებში) და ხმას არ ამოიღებს ყველა ნაძირალა იქნება! მიუხედავად იმისა ჩემი მეგობარია თუ არა…
გარემოს დაცვის სამინისტრო თბილისის მერია / Tbilisi City Hall საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქე
ძალიან მაინტერესებს ხმას რატომ არ იღებენ მეცნიერები, ისტორიკოსები და არქეოლოგები.. თბილისურ სახლებზე მიკრული უთვალავი მემორიალური დაფის არ იყოს.. გადაჭედილია ჩვენი ქვეყანა საზოგადო მოღვაწეებით. ამოიღეთ ხმა! დამიდექით გვერდში! დაადასტურეთ რომ აქ ათასობით გერმანელი განისვენებს!

წერს საკუთარ სოციალურ ქსელში, ხვთისო ტურძილაძე.

Comments
Loading...