“მაჩვენეთ ნებისმიერი სხვა სახელმწიფო, რომელიც უფრო წარმატებულია ვიდრე საქართველო”
ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა “20:30”-ში განაცხადა, რომ რეგიონში მომხდარი მოვლენების ფონზე საქართველო ძალიან წარმატებული ქვეყანაა.
მისი თქმით, ლარის გაუფასურება მთავრობის ბრალი არ არის.
“ლარის დევალვაციამ ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა მოსახლეობაზე. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ დევალვაცია არ არის მთავრობის ცუდი მუშაობის შედეგი. რეგიონში მომდარი მოვლენები, ჩვენი სავაჭრო პარტნიორები, ევროპაშიც პრობლემებია. მაჩვენეთ ნებისმიერი სხვა სახელმწიფო, რომელიც უფრო წარმატებულია ვიდრე საქართველო? იმ ფონზე, რაც ზოგადად ხდება, რა თქმა უნდა, საქართველო ვერ გადაურჩებოდა პრობლემებს”, – განაცხადა ივანიშვილმა.