მაგდა პაპიძის საქმეზე, ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს სავარაუდოდ დღეს გამოიტანენ

ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს სავარაუდოდ, დღეს გამოიტანენ. ვერდიქტის გამოცხადებამდე, ბრალდებული საბოლოო სიტყვას იტყვის.

12 ნაფიც მსაჯულს გადაწყვეტილების მისაღებად 3 საათი ექნება. თუ ამ პერიოდის განმავლობაში ნაფიცი მსაჯულები ერთხმად ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას, მოსამართლე მათ დამატებით 6 საათს მისცემს. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო 6 საათშიც ვერ შეჯერდებიან, მოსამართლე მათ დამატებით კიდევ 3 საათს მისცემს.

ნაფიც მსაჯულებს გადაწყვეტილების მისაღებად სულ 12 საათი აქვთ. თუ ამ პერიოდის განმავლობაშიც ვერ შეჯერდებიან კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, მოსამართლე გადაწყვეტს, მისცემს მათ დამატებით გონივრულ ვადას, თუ დაითხოვს ნაფიც მსაჯულთა ამ შემადგენლობას და მოხდება ახალი ნაფიცი მსაჯულების არჩევა, რის შემდეგაც პროცესები თავიდან დაიწყება.

იმ შემთხვევაში, თუ ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს, სასამართლო დასრულდება, ხოლო თუ გამამტყუნებელ ვერდიქტს გამოიტანენ, დაცვის მხარეს აქვს საშუალება გადაწყვეტილება მეორე ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივროს.

თუ ნაფიცი მსაჯულები პაპიძის მიმართ გამამტყუნებელ ვერდიქტს გამოიტანენ, მოსამართლე გადაწყვეტს, სასჯელის რა ზომას დააწესებს.

მაგდა პაპიძეს გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოტანის შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

Comments
Loading...