მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერებისთვის პენსია 216 ლარი იქნება
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, მომავალი წლის 1 სექტემბრიდან, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერების პენსია 216 ლარი იქნება.
„ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი ადამიანზე ზრუნვა და მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ბიუჯეტის ხარჯების 1/3 ჯანდაცვის სამინისტროზე მოდის. ეს არის 180 ლარამდე გაზრდილი პენსია და კიდევ ერთ საინტერესო ციფრს გეტყვით – მომავალი წლის პირველი სექტემბრიდან მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერებისთვის პენსია 216 ლარი იქნება.
მთავრობა აგრძელებს ზრუნვას, რომ ეკონომიკა განვითარდეს. თითქმის მილიარდი დაიხარჯება ინფრასტრუქტურაზე. პირველად მილიარდს მიუახლოვდა განათლების სამინისტროს ხარჯებიც”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
პარლამენტი დღეს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯერის პროექტს განიხილავს. ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტს დეპუტატებს თავად ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური წარუდგენს.