მაღაროელებს ცუდად გახდომის შემთხვევაში ბიულეტენზე გასვლის მაგივრად სამსახურიდან უშვებენ – გიორგი კასრაძე

ჭიათურის მაღაროებში შექმნილ უმძიმეს მდომარეობასთან დაკავშირებით, ჟურნალისტი არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველო 21-ე საუკუნეს” პრეზიდენტი გიორგი კასრაძე, განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ჭიათურაში მანგანუმის წარმოებაზე სპეციალური რეჟიმი მოიხსნა აქ დასაქმებულ ადამიანებს, ისე ეპყრობიან, როგორც საბჭოთა არმია გერმანელ ტყვეებს. კასრაძის განცხადებით აუცილებელია საქმეში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისა და სახალხო დამცველის ჩართვა.
ე.წ “ბაზალტების უბანზე”, სადაც რამდენიმე დღის წინ “ჯორჯიან მანგანეზმა” მედია-ტური ჩაატარა, მუშებს ისე ექცევიან, როგორც საბჭოთა არმია გერმანელ ტყვეებს ნაგუთის მშენებლობის დროს. რა თქმა უნდა მედია-ტურზე მე ვერ მოვხვი და იცით რატომაც, კომპანიას არ სურს ის სიმყრალე რაც მათ შიგნით აქვთ გარეთ გამოვიტანო! მაგრამ ჭიათურელებს სიმართლე ჩემთან ყოველთვის მოაქვთ! ვეცდები მოკლედ აგიხსნათ საქმის ვითარება.
1) მაღაროელები 8 საათიანი სამუშაოს გრაფიკის ნაცვლად მუშაობენ 12 საათს!
2) საჰაერო სისტემა უკუღმაა დამონტაჟებული – ანუ ჟანგბადი მაღაროში კი არ შედის, პირიქით იქ არსებული მცირე მარაგიც გარეთ გაედინება!
3) მაღაროს ტერიტორიაზე არ არსებობს აბანო! მაღაროელები, ე.წ სანატორიუმში სპეცოვკა ჩაცმულები და ჭუჭყიანები გადაჰყავთ!
4) მაღაროელები ცხოვრობენ სანატორიუმში, რომელიც რეალურად ციხეა! დიახ ციხე! 2 კვირის განმავლობაში მაღაროელს ეკრძალება შენობის დატოვება! ოჯახის წევრების ნახვა!
5) ავტობუსში მჯდომ მაღაროელს, რომელმაც ქუჩაში 10 დღის უნახავი შვილი დაინახა არ მისცეს მისი ნახვის საშუალება!
6) ცოლმა, რომელმაც მეუღლეს სანატორიუმში საჭმელი მიუტანა ქმარი არ ანახეს!
7) არ გეგონოთ, რომ ეს ხალხი სხვა რაიონებიდან არიან ჩამოსულები და სანატორიუმს მათ ვინმე ამიტომ აძალებს! არა, ეს მაღაროელები ჭიათურაში ცხოვრობენ! ანუ, ადამიანი, რომ ცხოვრობდეს ვარკეთილში, მუშაობდეს სამგორში, არ უშვებნდენ სახლში და ისანში ძალით “ასვენებდნენ”!
კომპანიამ თანამშრომელთან ურთერთობის მოდელი ე.წ “ბაზალტების”უბანზე დატესტა! როგორც ჩანს წარმატებითაც! რადგან, მაქვს ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში ყველა მაღაროზე ამის განხორციელებას გეგმავენ! ანუ მაღაროელებს სახლში წასვლის უფლებას არ მისცემენ! არ აჩვენებენ შვილებსა და ოჯახს!
9) სდუმს დეპუტატი! სდუმს გამგებელი! სდუმს ხელისუფლება!
10) მაღაროელებს ცუდად გახდომის შემთხვევაში ბიულეტენზე გასვლის მაგივრად სამსახურიდან უშვებენ! ავადმყოფი თანამშრომლები არ გვჭირდებაო!
მე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველო 21-ე საუკუნეს პრეზიდენტი, მივმართავ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ქ-ნ ეკა ბესელიას, სახალხო დამცველს ბატონ უჩა ნანუაშვილს, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს დაუყოვნებლივ მოახდინონ სათანადო რეაგირება ჭიათურაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით! ამავდროულად, ვთხოვ კოლეგებს სხვადასხვა სააგენტოდან თუ ტელევიზიიდან გააშუქონ აღნიშნული თემა! დაუშვებელია 21-ე საუკუნეში, რომელიმე კომპანია დასაქმებულებს თავისუფლებას უზღუდავდეს! ეს ხალხი შინა პატიმრობაში ჰყავთ! სამსახური – სანატორიუმი. სანატორიუმი – სამსახური! -აცხადებს კასრაძე

Comments
Loading...