მაია ასათიანი: უფრო ხმამაღლაც მიყვირია „კურიერის“ ჩართვაში, 2007 წელს, „იმედის“ ეზოდან რომ მოვრბოდით
ჟურნალისტი მაია ასათიანი მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელ „ფეისბუქით“ პასუხობს.
„გპასუხობთ ყველას ერთად-უკვე იდეაფიქსად ქცეულ შეკითხვაზე, სად ვიყავი 7 ნოემბერს? – იმედში! სად ვიყავი სანრო გირგვლიანის მკვლელობის დროს? – იმ გადაცემაზე ვმუშაობდი ეს თემა პირველად სადაც გაშუქდა – “დროებაში”! რატომ ვარ იქ სადაც ვარ? – იმიტომ რომ საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი, რას ნიშნავს თავისუფალი სიტყვის დახშობა!
უფრო ხმამაღლაც მიყვირია – „კურიერის“ ჩართვაში, 2007 წელს „იმედის“ ეზოდან რომ მოვრბოდით, ზურგში რეზინის ტყვიები გვხვდებოდა და წინ მომწავლავი აირის ნისლი იდგა!
კონკურენტმა,დაპირისპირებულმა არხმა მოგვცა ეთერი მაშინ, იმ “სამთავრობო” „კურიერში“ ისმოდა ჩემი ყვირილი”, – წერს მაია ასათიანი სოციალურ ქსელში, გადაცემა „პროფილის“ ოფიციალურ გვერდზე.
მაია ასათიანმა „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებულებს, პარლამენტის შენობასთან სიტყვით მიმართა.
ასათიანის განცხადებით, „რუსთავი 2“ ის დამხობა თავისუფალი სიტყვის უკანასკნელი ციტადელის დამხობას ნიშნავს.
„როგორც წლების წინ პირველი პრეზიდენტის გულანთებულმა მომხრემ პარლამენტში თქვა, „განთიადია ბატონებო განთიადია, დადექით ჩვნეთან ერთად. მზე ოქროყანიდან არ ამოდის საქართველოში“, – განაცხადა მაია ასათიანმა.