მაია ასათიანის ქალიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს
ტელეწამყვან მაია ასათიანის ქალიშვილი, რომელიც საფრანგეთში გარდაიცვალა, საქართველოში ჩამოასვენეს. თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში წუხელ, გვიან ღამით დაეშვა. ტელეწამყვანის ქალიშვილი ჩარტერული რეისით ჩამოასვენეს.
ნუცა მახვილაძე საფრანგეთში, საავადმყოფოში 23 თებერვალს გარდაიცვალა. 18 წლის ნუცა საფრანგეთში ცხოვრობდა და სწავლობდა. არსებული ინფორმაციით, გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს. მაია ასათიანი შვილთან 23 თებერვალს გადაფრინდა.