მაია ფანჯიკიძე – ჩვენი პარტია არჩევნებზე გასვლას დამოუკიდებლად აპირებს

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძე მათი და რესპუბლიკური პარტიის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

„ამის თაობაზე უკვე გაკეთდა კომენტარი. არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა, არც იქნება. ეს განხილვის დონეზეც არ არის. ჩვენი პარტია არჩევნებზე გასვლას დამოუკიდებლად აპირებს. ჩვენ ეს უკვე განვაცხადეთ 2014 წლის ნოემბერში, როდესაც გამოვედით კოალიციიდან და არაფერი არ შეცვლილა“ – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

Comments
Loading...