“პირველს” რჩეულიშვილის ადვოკატმა მარინა ცუცქირიძემ განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მოფმა უარი განაცხადა ორი ოპერაციის ჩატარებაზე, რადგან ფილტვის ოპერაციის ჩატარების შემდეგ, შესაძლია, მისი მდგომარეობა კიდევ მეტად გართულებულიყო.
მაია რჩეულიშვილს ერთი ოპერაცის დღეს, მეორე კი, ორი კვირის შემდეგ უნდა გაეკეთებინა.
მაია რჩეულიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს.
გამოძიება ბრალდებულებს დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და გაფლანგვას ედავება.