მაია რჩეულიშვილს, დიდი ალბათობით, გაათავისუფლებენ – ,,ან უნდა გამოუშვან ან უნდა მოკლან”
ბოლო ორი კვირის მანძილზე ,,ცენტრ პოინტის” დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ მისი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის აუცილებლობა დადგა.
მაია რჩეულიშვილის ადვოკატი და ოჯახის წევრები ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების გამო, ბრალდებულის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. სოციალურ ქსელში გავრცელდა პეტიცია, გროვდება ხელმოწერები მაია რჩეულიშვილისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნით.
,,მოგმართავთ თხოვნით, სანამ გვიან არ არის შეუცვალოთ მაია რჩეულიშვილს პატიმრობა გირაოთი, ვინაიდან ყველასათვის მოულოდნელად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ორი კვირის მანძილზე კატასტროფულად დამძიმდა. აქვს კახექსია, აღმოაჩნდა გულის პათოლოგა და ფილტვზე სიმსივნე. შესაბამისად საჭიროებს ისეთ გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას, რომლის განხორციელებაც ციხის პირობებში შეუძლებელია”, – ვკითხულობთ პეტიციის ტექსტში.
ამასთან, მისი ციხეში ყოფნა არათუ აგვარებს, არამედ კიდევ უფრო ართულებს დაზარალებულების პრობლემას და პატიმრობის მოსამართლის მიერ დასახელებული მიზანიც – მოწმეებზე ზემოქმედების საშიშროება – აღარ არსებობს. მაია რჩეულიშვილს არც არასდროს ჰქონია სურვილი და მისი ახლანდელი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არც შეუძლია ან ზემოქმედება მოახდინოს მოწმეებზე ან/და მიიმალოს”, – ვკითხულობთ პეტიციის ტექსტში.
,,პრაიმტაიმი” დეტალების გარკვევის მიზნით მაია რჩეულიშვილის მეუღლეს ვახტანგ რჩეულიშვილს დაუკავშირდა. მისი ცნობით, მაია რჩეულიშვილს პატიმრობიდან დიდი ალბათობის გაათავისუფლებენ, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე ეს საკითხი უკვე მეორეხარისხოვანია.
ვახტანგ რჩეულიშვილი: ,,ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაა. კახექსია აქვს, წონაში 10 კილო დაიკლო და ეს მისი წონის 25% ია. გულის ინფაქტი ჰქონდა გადატანილი და ახლა, გამწვავებული აქვს მდგომარეობა. ფილტვებში რაღაც წარმონაქმნი ჩანს და იძიებენ რა წარმონაქმნია. იმის დადგებას, თუ რა წარმონაქმნია, ალბათ, რამოდენიმე დღე დასჭირდება.
– რას ამბობენ ექიმები, რას უკავშირებენ ჯანმრთელობის მდგომარეობის მრავალმხრივ გაუარესებას?
– სტერსს უკავშირდება, ექიმებიც და ყველა ამას ამბობს. სტრესმა გაამწვავა ყველა არსებული ავადმყოფობა.
– მანიფესტიც კი გამოქვეყდა, სადაც ქალბატონი მაიას გამოშვებას ითხოვთ, რამდენად განხორციელებადია ეს მოთხოვნა?
– ნეტავს გამოშვებაზე მეტი პრობლემა ახლა არ ჰქონდეს. ჩემთვის მთავარია მისი ჯანმრთელობა. ხომ ვერ მოკლავენ იქ? აუცილებლად გამოუშვებენ, სხვა გზა არ აქვთ. ისეთ მდგომარეობაში ჩააგდეს, რომ ან უნდა გამოუშვან ან უნდა მოკლან და მართლა სულელები ხომ არ არიან?
– მანიფესტი მიემართება საქართველოს პარლამეტს, მთავრობას, პროკურატურას, ამ სტრუქტურებიდან თუ გამოვიდნენ კონტაქტზე და რას ამბობენ?
– არა, არაფერი არ ყოფილა, თუმცა სასჯელაღსრულების სამინისტრო და ყველა მისი თანამშრომელი ძალიან თავაზიანად იქცევა, ეს უნდა ვთქვა.
– დაახლოებით როდის გამოუშვებენ, თქვენი ვარაუდით?
– როგორც კი მკურნალობის პროგრამას შეადგენენ, გაათავისუფლებენ. არამგონია, რომ ახლა რაიმე დაბრკოლება შექმნას სასამართლომ. მაგრამ რა გამოასწორებს იმ ზიანს რაც მოგვაყენებს? ერთი მაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, გუკას ამბავი. მაიას დაზარალებით პრაქტიკულად ჩვენი კომპანიის საქმე ისე შეარწყიეს, რომ ცუდად მომუშავეც კი სულ გააჩერეს.
სასამართლო სხდომები ორშაბათს და ოთხშაბათსაა ჩანიშნული. ვახტანგ რჩეულიშვილის პროგნოზით მაია რჩეულიშვილს ოთხშაბათს გაათავისუფლებენ.
,,ოთხშაბათს ალბათ გამოუშვებენ და თუ არა მაშინ დაიტოვონ და მოკლან. სამწუხაროდ, გამოშვების საკითხი უკვე მეორადია, იმიტომ რომ მისი ჯანმრთელობა უფრო სერიოზული პრობლემაა”.
მაია რჩეულიშვილი ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ, ამ დრომდე საქალაქო საავადმყოფოში რჩება.
თუ თქვენ გსურთ მოაწეროთ ხელი პეტიციას მაია რჩეულიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ გადადით ლინკზე.