მახათას მთაზე ეკლესია გაქურდეს

თბილისში, მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი გაქურდეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. რა ნივთებია წაღებული ტაძრიდან, ჯერჯერობით უცნობია.

ipn.ge

Comments
Loading...