მალაიზიაში კიმ ჩენ ინის ძმა მოკლეს
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ნახევარძმა კიმ ჩენ ნამი მალაიზიაში მოკლეს.
“როიტერსის“ ცნობით, როგორც მალაიზიური ტელევიზია იტყობინება, ის კუალა ლუმპურის აეროპორტში ორმა ქალმა მოწამლა, რომლებიც დავარაუდოდ ჩრდილოეთ კორეელი აგენტები არიან.
მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა.
როგორც „როიტერსს“ მალაიზიელმა სამართალდამცავებმა განუცხადეს, კუალა ლუმპურის აეროპორტიდან საავადმყოფოს გზაზე ნამდვილად გარდაიცვალა კორეელი მამაკაცი, თუმცა მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
კიმ ჩენ ნამი ჩრდილოეთ კორეიდან სამი წლის გაიქცა, მაშინ როდესაც კიმ ჩენ ინმა ბიძამისს სახელმწიფოს ღალატში დასდო ბრალი და სიკვდილით დასაჯა.
newposts.ge