მალის სასტუმროში ტერორისტებმა 170 მძევალი აიყვანეს, მოკლულია 9 ადამიანი

ბოლო მონაცამებით, მალიში ტერორისტების მიერ სასტუმროში მძევლების აყვანას 9 ადამიანი ემსხვერპლა. FP-ის ინფორმაციით, ამ წუთებში პოლიცია შენობას შტურმით იღებს.
დღეს მალის სასტუმრო “რედისონში” ტერორისტები შეიჭრნენ. BBC-ის ინფორმაციით მათ მძევლად სასტუმროს 140 სტუმარი და 30 თანამშრომელი აიყვანეს.
“როიტერის” ინფორმაციით, მძევლებს შორის არიან ავიაკომოპანია turkish airline-ის 6 თანამშრომელი და საფრანგეთის 5 მოქალაქე. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დაკავებულს შორის ჩინელი ტურისტებიც არიან.
თვითმხილველა განცხადებით შემთხვევის ადგილიდან დაჭრილები სასწრაფო დახმარებს მანქანებით გაჰყავთ.
სასტუმროს ერთ-ერთმა ჩინელმა სტუმარმა, მობილური აპლიკაციის საშუალებით, ჩინურ საინფორმაციო გამომცემლობა Xinhua -ს აცნობა, რომ მძევლებს შორის შვიდი ჩინელიცაა.

სასტუმრო ქალაქის ცენტრში მდებარეობს, სადაც ასევე სამთავრობო დაწესებულებები და საელჩოებია განთავსებული.

CNN -ის ინფორმაციით დაღუპულებს შორის ორი მალის და ერთი საფრანგეთის მოქალაქეა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მალიში ამჟამად საქართველოს შეიარაღებული ძალები არ იმყოფებიან. რაც შეეხებათ ტურისტებს, ”სივილ პრესი” ინფორმაციის გადამოწმებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეეცადა, თუმცა უწყების პრესსამსახურთან დაკავშირება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.

Comments
Loading...