მამა ბასილის ცხედარი წყლიდან ამოასვენეს (ვიდეო)

რამდენიმე დღის წინ, მტკვარში გადავარდნილი ავტომანქანა, რომელსაც მღვდელ-მონაზონი ბასილი მართავდა, მაშველებმა მდინარიდან უკვე ამოიყვანეს.
სამაშველო სამსახურში დაუდასტურეს, რომ ავტომანქანაში სასულიერო პირის ცხედარიც იყო.
მაშველებმა მდინარეში ჩაძირულ ავტომანქანას იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაგნეს.
ავტომანქანა, რომელსაც მღვდელ-მონაზონი ბასილი მართავდა, მტკვარში 17 მაისს გადავარდა.
პატრიარქმა მტკვარში დამხრჩვალი მღვდელ-მონაზონ ბასილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელ-მონაზვნის ცხედარი, სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მდებარე წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული.
“თქვენ იცით, რომ ჩვენ გვეწვია დიდი მწუხარება – მანქანით მტკვარში გადავარდა ჩვენი მღვდელ-მონაზონი ბასილი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული”,– ბრძანა პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას, რის შემდეგაც მიცვალებულისთვის პანაშვიდის გადასახდელად წმინდა ილიას ტაძარში გადაინაცვლა.

გთავაზობთ შსს-ს მიერ მოწოდებულ ვიდეომასალას

Comments
Loading...