მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი: სცენაზე ვიქნები ადვოკატი თუ სცენის მიღმა, ჩემთვის ერთი და იგივეა
მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი პოეტის, მომღერლისა და გიტარისტის, ოთარ რამიშვილის შვილია.
როგორც „სარკესთან“ საუბარში ადვოკატმა აღნიშნა, კონსერვატორიაც დაამთავრა და სცენაზე დგომის დიდი გამოცდილებაც აქვს.
46 წლის ადვოკატს სიმღერა და წერა დღემდე არ შეუწყვიტავს.
„ჯერ ნიჭიერთა მუსიკალური ათწლედი დავამთავრე, მერე მევიოლინე ვიყავი და კონსერვატორიაც დავამთავრე. ისეთი პერიოდი იყო, როცა ხელოვნება და კულტურა არავის სჭირდებოდა. ადამიანებს კი ისე ექცეოდნენ პორკურატურასა და პოლიციაში, რომ სიმართლე რთული დასადგენი იყო. იჭერდნენ, ფულს სძალავდნენ, სცემდნენ.
მომინდა დაცვა საკუთარი თავდიან დამეწყო, ამიტომ ჩავაბარე უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე და სხვა ადამიანების დაცვაც დავიწყე. უკვე 18 წელია ამ გზით ვმუშაობ“,- აღნიშნავს ადვოკატი.
რაც შეეხება საზოგადოების კრიტიკას, რომ მას სცენაზე ყოფნა უფრო უხდება, ვიდრე ადვოკატობა, მიხეილ რამიშვილი აღნიშნავს, რომ სცენაზე იქნება ადვოკატი თუ მის მიღმა, ერთი და იგივეა.
„ცხოვრება თეატრია, ხან კულისებში დგახარ და ხანაც სცენაზე გამოდიხარ. ადვოკატობაც თეატრია და ხელოვნება. სცენაზე ვიქნები ადვოკატი თუ სცენის მიღმა, ჩემთვის ერთი და იგივეა“, – აღნიშნავს ადვოკატი.