მამა გიორგი თანახმაა, გამოძიებას ჩვენება მისცეს

დეკანოზი გიორგი მამალაძე თანახმაა გამოძიებას ჩვენება მისცეს, – ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს სახალხო დამცველის წარმომადგენლმა საბა ბრაჭველმა მიაწოდა.
ბრაჭველმა დეკანოზი დღეს ე.წ. მატროსოვის ციხეში მოინახულა. მისი თქმით, სასულიერო პირის ჯანმრთელობა სტაბილურია.

”ძალიან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. როგორც თავად აცხადებს, მის უსაფრთხოებას ამ ეტაპზე არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მისი ჯანმრთელობის მდგომარება სტაბილურია. ჩვენების მიცემაზე თანახმაა”, – განაცხადა ომბუდსმენის წარმომადგენელმა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით კი, გიორგი მამალაძეს დაკითხვა 5-ჯერ შესთავაზეს, თუმცა უარს აცხადებდა.
დეკანოზს 27 თებერვალს დაკითხავენ.

ipn.ge

Comments
Loading...