მამა გიორგის მშობლები: დღემდე არც დაცვაზე შემოსულა ვინმე და ამბავიც არ უკითხავთ
მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერებით – ციანიდით მოწამვლის მომზადების ფაქტზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მშობლების უსაფრთხოებას ითხოვს.
დეკანოზის მშობლების განცხადებით, მათ საგამოძიებო უწყებიდან დღემდე არავინ დაკავშირებიათ, თუმცა მათივე თქმით, უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, მამა გიორგის მსგავსი განცხადების გაკეთების საფუძველი აქვს.
„მამა გიორგის დაჭერის დღიდან, როდესაც ეს ამბავი გავიგეთ, არავინ მოსულა, არც დაცვაზე შემოსულა ვინმე და ამბავიც არ უკითხავთ. მამა გიორგი მამალაძე კიდევ ერთხელ დაჟინებით მოითხოვს, რომ მისი ოჯახი განსაკუთრებულად იყოს დაცული. ალბათ, მას ამის საფუძველი აქვს“, – აცხადებს დეკანოზ გორგი მამალაძის დედა.
კითხვაზე – იცნობს თუ არა ოჯახი საქმის ერთ-ერთ მოწმე ირაკლი მამალაძეს, დაკავებულის მშობლები უაყოფითად პასუხობენ.
მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობის საქმეზე დაკავებული მამა გიორგი მამალაძე, რუსთავის მე-6 დაწესებულებიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს, სადაც 14 თებერვალს, სახალხო დამცველი უჩა ნანუშავილი იმყოფებოდა.
ნანუაშვილის ინფორმაციით, დაკავებული ოჯახის უსაფრთხოების დაცვას ითხოვს.