მამაკაცებისთვის განკუთვნილი კონტრაცეპტივი მაიმუნზე წარმატებით შემოწმდა

მამაკაცებისთვის განკუთვნილმა ახალმა ექსპერიმენტულმა კონტრაცეპტივმა მაიმუნებში წარმატებული შედეგი გამოიღო.

BBC-ის ინფორმაციით, პრეპარატი VASALGEL-ი სადინარში იტუმბება, საიდანაც სპერმა პენისისკენ მიედინება, პრეპარატი კი, მას ფიზიკურ ბარიერს უქმნის.

მეცნიერებმა კვლევა ჟურნალ Basic and Clinical Andrology-ში გამოაქვეყნეს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ პრეპარატი ადამიანებისთვისაც უსაფრთხოა და მასზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პრეპარატის შემქმნელები აცხადებენ, რომ ეს მამაკაცებისთვის ჩასახვის საწინააღმდეგო პირველი კონტრაცეპტული პრეპარატი იქნება, რომელიც ბაზარზე რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დარჩება.

Comments
Loading...