მამაკაცის გატაცების მცდელობა თბილისში – სპეცოპერაციის დეტალები

სპეცოპერაცია დღეს სამგორში, გახოკიძის ქუჩაზე ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, ,,ემელის“ მარკი ავტომობილით სამი შუა ხნის მამაკაცი ცდილობდა ერთი მამაკაცის გატაცებას.

ადგილზე ამ წუთებშიც ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ და ავტომანქანას ექსპერტიზას უტარებენ.

როგორც “ნიუპოსტს” ადგილობრივებმა განუცხადეს, ისმოდა სროლის ხმა და სამართალდამცავებმა 3 პირი აიყვანეს.

მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი ფულის გამოძალვას უკავშიდებოდეს.

დაკავებულები გადაყვანილი არიან წინასწარი დაკავების იზოლატორში. როგორც ,,ნიუპოსტს“ შსს-ში განუცხადეს, ჩატარდა საპოლიციო ღონისძიება და უწყება ოფიციალურ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

newposts.ge

Comments
Loading...