მამუკა ახვლედიანი: ვადასტურებ, 5-ჯერ შევხდი გვარამიას, 50-ჯერ შოთაძეს, მერე?!
“აიპრესთან” თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამაუკა ახვლედიანმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის მიერ მის მიმართ გამოთქმული ბრალდებებს სისულელეს უწოდებს.
“რამდენი ავადმყოფი რა აზრისაა არ ვიცი. ამ ქვეყანაში ვატყობ სამსახურში მიღების დროს ჯანმრთელობის ცნობას არ თხოვენ, არ ვიცი რა გიპასუხოთ ასეთ სისულელეებზე. გამოძიება მიდის კომპიუტერიდან როგორ მოიპარეს, როგორ გაავრცელეს და დაადგინეს თურმე, რომ მე და გვარამია ვსაუბრობთ. მერე?! ვადასტურებ, ხუთჯერ შევხვედრივარ ნიკა გვარამიას, 50-ჯერ შევხვედრივარ შოთაძეს უფრო საინტერესო თემებზე, მერე?!
გავრცელებულ ჩანაწერში, ჩემსა და გვარამიას შორის თანხაზე არის საუბარი?! ის რომ ეს საუბარი ავთენტურია, ამაზე ოფიცალურად ჩემთვის არაფერი უთქვამთ.
მარტივ კითხვას ვსვამ, გამოძიება რაზე დაიწყო? დაიწყო კომპიუტერიდან ინფორმაციის უკანონო მოპოვებაზე. ყველ შემთხვევაში მე მეტი არაფერზე დაუკითხოვართ. ეს თუ პოლიტიკური თამაში არ არის, რა დაადგინა გამოძიებამ, ის რომ ავთენტურია? ვინ მოიპარა, ვინ გაავრცელა ვინმემ იცის?
არჩილ თალაკვაძის ბრალდებები სრული სისულელეა, არასდროს მსგავს თემაზე ჩემთან არავის უსაუბრია და არავითარი შემოთავაზებას ადგილი არ ჰქონია. ეს არის ყველაფერი ზღაპარი, მოგონილი ამბავი და მე მგონი ქართულ საზოგადოება ნადვილად იმსახურებს თუ ვინმეს რამეს შესთავაზებენ, აიღონ და გაყიდოდ ნებისმიერ ფასად. უბრალოდ მართლა აზრი არ აქვს ამ სახელმწიფოსთვის ზრუნვას”, – განაცხადა ახვლედიანმა.
ipress.ge