“მამუკას მეუღლე გარდაეცვალა, ერთ შვილს თვითონ ზრდის…ამპუტირებული აქვს ხელი…” – აკა სინჯიკაშვილი

სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი, რომელმაც ბოლოდროინდელი ქველმოქმედებით ბევრი ადამიანი აიყოლია, ფეისბუკზე მორიგ პოსტს აქვეყნებს.

“ყვარელში ვართ, ეს მამა-შვილი მარტო ცხოვრობს . ესეთი უბედურებაც იშვიათად რა . მამუკას მეუღლე გარდაეცვალა, ერთ შვილს თვითონ ზრდის და მეორე სიდედრთან ჰყავს. თვითონ მამუკას, ამპუტირებული აქვს ხელი, ფეხი და მეორე ხელის მტევანი, ხმარობს პროთეზებს, არ შეუძლია მუშაობა და პენსიით ცხოვრობენ, ჭერი გადახდილია და წყალი ჩასდით. დავეხმარებით რომ დაწეროს განცხადება სოციალურ სამსახურში, დახმარებაზე. მანამდე კი საჭმელი არ აქვთ, არც ტანსაცმელი, არც მაცივარი, არც ტელევიზორი და რაღაცნაირად მივეხმაროთ რა.

კონტაქტი ვისაც გინდათ ინბოქსში მოგწერთ . ზეგ წამოვალ ისევ აქ, მანამდე შევუგროვებთ რაც სჭირდებათ, და იქნებ ჭერი გადავუხუროთ ” – წერს აკა და დახმარების მსურველთათვის ანგარიშის ნომერს აქვეყნებს.

#ჩვენთვითონმივხედოთერთმანეთს
#სიკეთეგადამდებია
ანგარიშის ნომერი: თიბისი ბანკი
GE90TB7603845061100016
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ფეიში მოძებნეთ “ქველმოქმედება” და შემდეგ პირველივეა “ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს”
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით.
Akaki Sinjikashvili

newposts.ge

Comments
Loading...