მამულიჩა როსტოს მიმართავსმამულიჩა როსტოს მიმართავს
პროდიუსერი კახა მამულაშვილი ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებულ ლევან როსტოშვილს სოციალურ ქსელში მიმართავს.
“ძალიან მიყვარხარ ჩემო როსტო. იმედი მაქ ყველაფერი მალე უკეთესობისკენ შეიცვლება თქვენსკენ, ორივესკენ”, – წერს კახა მამულაშვილი.
ნარკოდანაშაულისთვის ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე 2016 წლის მაისში დააკავეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ როსტოს თან რამდენიმე სახეობის ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა. გამოძიება განსაკუთრებული ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობდა.
დღეს ლევან როსტოშვილს სასამართლომ 8, ლაშა კურტანიძეს კი – 5 წელი მიუსაჯა.