სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის კახა კახიშვილის განცხადებით, პენიტენციარულ სისტემაში ე.წ. მაყურებლების, სხვა მსჯავრდებულებისგან იზოლირება მოხდება.
როგორც კახიშვილმა „რეპორტიორთან” საუბრისას აღნიშნა, მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში ქურდული ტრადიციებისკენ მიდრეკილი მენტალიტეტის მქონე მსჯავრდებულები მოთავსდებიან.
„კანონის ფარგლებში, მოხდება მათი და მათი გავლენების იზოლირება დანარჩენი მსჯავრდებულებისგან. მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში ისეთი მსჯავრდებულები იქნებიან მოთავსებულები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, ვინმეს „უყურონ”. ე.წ. მაყურებლებს ერთ დაწესებულებაში მოვათავსებთ და მივცემთ საშუალებას, რომ ერთმანეთს „უყურონ””, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
წყარო
reportiori.ge