მარგველაშვილი: მახსოვს როგორ წნეხში იყვნენ ინგა გრიგოლია და ნინო ჯანგირაშვილი „ნაციონალების“ დროს, მაინც მივიდნენ „რუსთავი 2“-ის ეზოში, რადგან მიაჩნიათ, რომ მთავარი თავისუფლებაა

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მედიის თავისუფლების გარანტი  ჟურნალისტებთან ერთად  საზოგადოებაა.

როგორც პრეზიდენტმა გადაცემაში „იმედის დრო“ განაცხადა, უზენაესი სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული გადაწყვეტილების შემდეგ საინტერესო იყო როგორი ადამიანები მივიდნენ თავისუფლების დასაცავად.

„რუსთავი 2“-ის პროცესს, რომ შევხედოთ ჩემთვის საინტერესო ერთი რამ იყო.  „რუსთავი 2“-ის ეზოში იყო  ბევრი პოლიტიკოსი, ვინც პოლიტიკურად ბევრი ადამიანისთვის მიუღებელია., მაგრამ „რუსთავი ორში“  მივიდნენ ადამიანები, მათ შორის ყველაზე მეტად ჟურნალისტები, საზოგადოების წევრები, რომლებისთვისაც ის პოლიტიკოსები  ძალიან უცხო იყვნენ. ეს ფსიქოლოგიური გარდატეხა მინდა, რომ მაყურებელმა გაიგოს.

შენ როდესაც ცხრა წლის განმავლობაში ებრძოდი იმ ადამიანებს, როდესაც ისინი გარბევდნენ და დღეს იმათთან  მიდიხარ იმისთვის,  რომ თავისუფალი სიტყვა დაიცვა, ეს ნიშნავს, რომ თავისუფლებისთვის ერთობა შედგა, არა რომელიმე პარტიისთვის, არამედ თავისუფლებისთვის. ეს მნიშვნელოვანი გარდამტეხა იყო.

ინგა გრიგოლია იქნება თუ ნინო ჯანგირაშვილი, რომლებიც სადმე თბილად კი არ იჯდნენ, მე ხომ მახსოვს როგორ პრესში ა წნეხში იყვნენ ნაცების დროს, ისინი მივიდნენ,რადგან მათ მიაჩნიათ, რომ მთავარი თავისუფლებაა და ეს დეტალები „ნაციონალები, „ოცნება”,  “თავისუფალი დემოკრატები”, მერე მოდის. ანუ მე შენ მომწონხარ და არ მომწონხარ კია რა, მე ვიცავ თავისუფლებას”,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

Comments
Loading...