მარჯვენა სანაპიროზე 6 ავტომობილის შეჯახების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე 6 ავტომობილის შეჯახების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. მათ შორის არიან რუსი ტურისტებიც.

დაშავებულია 2 მცირეწლოვანი, რომლებიც იაშვილის კლინიკაში არიან გადაყვანილები. აქედან ერთ-ერთს ხელისა და ფეხის მიდამოებში ღრმა ჭრილობები აღენიშნება, მეორეს კი მსუბუქი დაზიანებები აქვს და ის მკურნალობას სახლში განაგრძობს. ორივე ბავშვი რუსეთის მოქალაქეა.

დანარჩენი 2 პირი კი მსუბუქად არიან დაშავებული და მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

Comments
Loading...