მარშანია: ფოფხაძე დელიკატური ადამიანია, მაგრამ არა მხოლოდ მოადგილეობაზე გვაქვს პრეტენზია, არამედ თავმჯდომარის ადგილსაც მოვითხოვოთ

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ადა მარშანიას განცხადებით, მის გუნდს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით საკითხთა კომისიის არა მხოლოდ თავმჯდომარის მოადგილეობა ეკუთვნის, არამედ პრეტენზია თავმჯდომარის ადგილზეც აქვს.

როგორც მარშანიამ აღნიშნა, კომისია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის აფხაზეთიდან დევნილია, არამედ იმიტომ, რომ საკითხია აქტუალური.

„ამ პოსტზე გედევან ფოფხაძის თავმჯდომარეობას ვარაუდობენ. ეს ადამიანი დელიკატურია და მასზე უარყოფითი არაფერი გამიგია, თუმცა ჩვენ ამ კომისიაში აქტიურად ყოფნას ვაპირებთ და გვინდა, მოთხოვნა დავაყენოთ, რომ არა მხოლოდ მოადგილეობაზე გვაქვს პრეტენზია, არამედ თავმჯდომარის ადგილსაც მოვითხოვოთ“, – განაცხადა მარშანიამ.

პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია იქმნება, რომლის თავმჯდომარე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე იქნება.

Comments
Loading...