მარტვილში გაუჩინარებულ 17 წლის ბიჭს და კერძო მაშველს ეძებენ

მაშველები მარტვილში, მდინარე აბაშის წყალში დაკარგულ ორ ადამიანს ეძებენ.

ერთ-ერთი მათგანი – 17 წლის ბიჭი მდინარეში საბანაოდ გადახტა, რომლის გაუჩინარების შემდეგაც, მისი ძებნის ოპერაციაში ჩართული ერთ-ერთი კერძო მყვინთავიც დაიკარგა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციას 40 კაციანი მაშველთა ჯგუფი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციაში თბილისიდან და აჭარიდან დამატებით გაგზავნილი მყვინთავებიც მონაწილეობენ.

„სამწუხაროდ, დაკარგული ბიჭის ოჯახმა კერძო მაშველები ჩვენი მაშველების მუშაობის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეუთანხმებლად ჩართო საძიებო სამუშოებში და მხოლოდ მყვინთავის გაუჩინარების შემდგომ გვაცნობეს ჩვენ“, – აცხადებს სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სოფიო კობაიძე.

Comments
Loading...