მაშველებმა მტკვარში 30 წლის ქალის ცხედარი იპოვეს

ბორჯომში, მტკვრიდან ახალგაზრდა ქალის ცხედარი ამოიყვანეს.

როგორც „ინფო 9“-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, სამაშველო სამუშაოები ადგილზე დილიდან მიმდინარეობდა. მაშველებმა კი წყლიდან 30 წლის ქალის ცხედარი იპოვეს.

„დილიდან დაიწყო სამაშველო სამუშაოები, 30 წლის ქალის ცხედარი მაშველებმა მალევე იპოვეს“,- განაცხადეს სააგენტოში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Comments
Loading...