მასწავლებლების ცემის გამო ხულოს სკოლის საქმის მწარმოებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუბაძეების საჯარო სკოლის საქმის მწარმოებელი, რომელსაც ბრალად 5 პედაგოგის ფიზიკურ და სიტყვიერი შეურაცხყოფაში ედება, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ამის შესახებ სკოლის დირექტორმა ავთანდილ ძირკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუბაძეების საჯარო სკოლაში საქმის მწარმოებელმა 5 პედაგოგს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა 25 იანვარს იანვარს, გაკვეთილების მიმდინარეობისას მიაყენა.
საქმის მწარმოებლის აღნიშნულ ქმედებას, საათობრივ დატვირთვას უკავშირებენ.