მაჭავარიანი “ოცნების” ინიციატივას ქორწინების თაობაზე მხარს უჭერს, თუმცა “პოლიტიკური თამაშად” აფასებს

მიხეილ მაჭავარიანი თვლის, რომ მმართველი გუნდის მხრიდან ოჯახის ცნების საკონსტიტუციო დონეზე განსაზღვრის საკითხის წამოწევა “სუფთა პოლიტიკური თამაშია”, თუმცა მისივე თქმით, ის ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს.

“მიუხედავად იმისა, რა ეწერება კონსტიტუციაში, ოჯახი არის ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობა, შვილები, მათი აღზრდა და ა.შ. როგორც ჩანს, ,,ქართულ ოცნებას” საქმე გამოელია. თუ ამით ტესტს აკეთებენ და მიაჩნიათ, რომ მეტი პრობლემაა არ არის ქვეყანაში, კი ბატონო, გატესტონ. დიახ, დავუჭერთ მხარს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის სუფთა პოლიტიკური თამაშები და ამით არიან დაკავებულები. ერთ დღეს გამოდის პრემიერი და ამბობს, მკაფიოდ წერია და რათ გვინდაო, მერე შეიკრიბებიან და ამბობენ, ჩავწეროთო. წერონ და იკითხონ”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

Comments
Loading...