მათ მინიმუმ ხმის ამოღების უფლება არ აქვთ – სოზარ სუბარი

კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება არა თუ დასრულებულია, არამედ მიმდინარეობს სრული ტემპით და შს მინისტრმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პოლიტიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, კვალიფიკაციის შეცვლა იმაზეა დამოკიდებული თუ რას აჩვენებს გამოძიება.

სუბარმა გაიხსნა ზუგდიდში ბიძინა გუჯაბიძესა და ბეჟან გუნავაზე თავდასხმა.

“ზუგდიდში ბიძინა გუჯაბიძესა და თენგიზ გუნავაზე თავდასხმის დროს გამოძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა არც დაწყებულა და დამნაშავეეები პირდაპირ ადმინისტრაციულ სამსართალდარღვევათა კოდექსით, ადმინისტრაციული, 400 ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლეს. შემდეგ მთავარი თავდამსხმელი ვინც იყო გოგა ღურწკაია, ჩაწერეს “ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო სიაში 88-ე ნომრად. ეს არის განსხვავება: როდესაც ვსაუბრობთ კანონის უზენაესობაზე კანონის უზენაესობა არის ის, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავეები, ვინც გამოიკვეთება აგებენ პასუხს”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, გიგა ბოკერიას მსგავს საკითხებთან დაკავშირებით ხმის ამოღების უფლება არ აქვს.

“გიგა ბოკერიას კომენტარს ვისმენდი და ეს ყველაფერს ცვლის, მათ მინიმუმ ხმის ამოღების უფლება არ აქვთ და მართლა ვიზიარებ იმ პასუხისმგბელობას რაც მოხდა ყველა დანაშაულთან დაკავშირებით და თავის დროზე რომ არ დაისაჯა იგივე კობა დავითაშვილი ვინც მოიტაცა და ამის გამო ვინც არ დაისაჯნენ, ეს არის ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგბელობა ქართველი ხალხის წინაშე,” – განაცხადა სოზარ სუბარმა
აიპრესი

Comments
Loading...