MDMA-ის შეძენისთვის ლევან როსტოშვილს 8 და ლაშა კურტანიძეს კი 5 წელი მიუსაჯეს
ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს ნარკოტიკული საშუალება MDMA-ის უკანონო შენახვა-შეძენისთვის, 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო მსახიობ ლაშა კურტანიძეს 5 წელი. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ბრალდებულები ამ დრომდე გირაოს სანაცვლოდ იყვნენ გათავისუფლებულები.
ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე ნარკოდანაშაულის ჩადენის ბრალდებით, თბილისში 2016 წლის 2 მაისს დააკავეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
on.ge