მე მკვლელებს ხელს არ დავაფარებ- ქუცნაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, ჟურნალისტებმა მის მიერ გია ცერცვაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინეს:

„გაგების პრობლემა აქვს ტაბულას და რუსთავი2-ს, როდესაც სამჯერ გიმეორებთ ერთსა და იმავეს, რომ ქეისს არ ვიცნობ და ამ ქეისს არ ეხება-მეთქი და მაინც აბამთ ამ საკითხზე, აი, ეს არის უცოდინრობა. მკვლელობას, ვინც არ უნდა ჩაიდინოს, ქართველი ჩაიდენს, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ოსი, რუსი, აფხაზი, უნდა გვქონდეს ერთნაირი მიდგომა, რომ უნდა ვითანამშრომლოთ ქვეყნებმა ერთმანეთთან და შესაბამისად, ცერცვაძეს ეს არ ეხება-მეთქი და ახლა მიაბით რუსთავი 2-სავით, შენ გენაცვალე, თუ გგონია, რომ შენი მიკროფონის მომერიდება ახლა და გეტყვი, რომ დღე და ღამე ახლა ამ თემაზე ვმუშაობ-მეთქი, რა თქმა უნდა, არ ვმუშაობ. მე სხვა რამეზე ვმუშაობ, აი ამ ჩანთაში მიწყვია სხვა მასალა, მე მკვლელებს არ დავაფარებ ხელს არც ქართული ნიშნით, არც აფხაზურით და არც ოსურით, მკვლელებს დააფარეთ თქვენ ხელი,“- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

 

guriismoambe.com

Comments
Loading...