„მე ყოველთვის შპარგალკებით ვარ როცა რაიმე მნიშვნელოვანს ვამბობ“-ფარულავას პასუხი ატეხილ სკანდალზე

გაზპრომის აქციაზე გადაღებული ფოტო, სადაც ასახულია კადრი, რომ ია ფარულავა ტელევიზიას ინტერვიუს წინასწარ დაწერილი ტექსტის მიხედვით აძლევს.

ჩანს ფურცელი, რომელზეც ტექსტია დაწერილი ჟურნალისტს უჭირავს. ეს ფოტო ვირუსივით გავრცელდა სოციალურ ქსელში და დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. რაც შეეხება იას რეაქციას, მან მარტივად უპასუხა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჰგონია, რომ ის სხვისი დაწერილი ტექსტით ხელმძღვანელობდა.

„მე ყოველთვის შპარგალკებით ვარ როცა რაიმე მნიშვნელოვანს ვამბობ ნებისმიერი ეთერის საშაუალებით. არ მინდოდა რაიმე გამომრჩენოდა. დილით დავწერე და წამოვიღე თან ყველას ჟურნალისტი გავაფრთხილე უნდა დამიჭიროთ მეთქი. მე ყველთვის ვღელავ ჩაწერისას და არ მინდოდა რამე გამორჩენოდა, რაც უნდათ ის თქვან მე ხომ ვიცი სიმართლე… სადაც მივდივარ ყველგან მწერენ. ვიცოდი რომ ჩამწერდენენ რა არის აქ გასაკვირი აბა მითხარით?“– წერს ია ფარულავა სოციალურ ქსელში ატეხილ სკანდალთან დაკავშირებით.
წყარო

Comments
Loading...