მე ვაპატიე იმ ადამიანებს , ვინც ქვას ჩემი მიმართულებით ისროდა, მაგრამ ვერ და არ ვაპატიებ იმათ, ვინც მოსახლეობის მონაპოვარს და ჟურნალიტებს ესვრის ქვას

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახი კალაძე განცხადებას აქვეყნებს:

მე ვაპატიე იმ ადამიანებს , ვინც ქვას ჩემი მიმართულებით ისროდა, მაგრამ ვერ და არ ვაპატიებ იმათ, ვინც მოსახლეობის მონაპოვარს და ჟურნალიტებს ესვრის ქვას,- ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქარტველოს ვიცე-პრემიერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთელს ძალისხმევას მიმართვას იმისკენ, რომ კორცხელის ფაქტის უმსგავსობა და ველურობა ვერაასდროს გაიმეოროს „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

„ძალიან კარგად მახსოვს, როცა ქვას გვესროდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. მთელს ძალისხმევას მივმართავ პირადად მე, რომ ასეთი უმსგავსობა და ველურობა ვერაასდროს გაიმეოროს „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მაქსიმუმს გავაკეთებ მეც და მოვუწოდებ ყველას, არ დავუშვათ „ნაციონალური მოძრაობის“ სცენარით მოვლენების განვითარება. არ დავუშვათ, რომ ჩვენი უმთავრესი მონაპოვარი – დემოკრატიული და ცივილური არჩევნები ჩვეულებისამებრ ძალადობის და უკანონობის პოლიგონად გადააქციონ. მე ვაპატიე იმ ადამიანებს ,ვინც ქვას ჩემი მიმართულებით ისროდა, მაგრამ ვერ და არ ვაპატიებ იმათ, ვინც მოსახლეობის მონაპოვარს და ჟურნალისტებს ესვრის ქვას“,-აღნიშნა კახი კალაძემ.

Comments
Loading...